She.mp3

ლაიკა სიყვარულის, მეგობრობის და მისთანების შესახებ:

Love Actually-ში ფოტოების სცენა ყველას მოსწონს. აღფთოვანებით შესცქერიან რომანტიზმის მწვერვალს ამ ფილმში და ფიქრობენ, ოდესმე შეიძლება თავადაც გახდნენ ამ სცენის მონაწილეები. ოცნებობენ, განიცდიან და ცდილობენ უმცირეს დეტალებამდე დააზუსტონ “მომავალში განსახორციელებელი” გეგმა.

თავიდან მეც ეგრე ვიყავი. ბევრი მსგავსი ფილმი მინახავს, მაგრამ როდესაც მეკითხებოდნენ ამ სასიყვარულო-საშობაო ფილმსა და Notting Hill-ს ვეუბნებოდი. თუმცა, იმის განცდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მეც შეიძლება ფურცლებით ვიდგე ვინმეს სახლთან არასოდეს მქონია. ის სიყვარულის ისტორია, ხომ არ მთავრდება კარგად. ამის გააზრება ყოველთვის გრძნობებს მიკლავდა.

სწორად ამბობენ, თინეიჯერობისას სხვა რამე გიდუღს და სულ სხვა რამე გგონიაო. მაშინ ძალიან ვღიზიანდებოდი მსგავს ფრაზებზე და რადიკალურ მოქმედებაზე გადავდიოდი. რაც არ შეიძლება პირველ რიგში ის უნდა აკეთო, რაც შეიძლება და აუცილებელია მიაგდო და მიივიწყო. ეს ახალი არ არის, ყველა ნორმალურ ადამიანს გამოუცდია.

ჩვენ გვიყვარს მეგობრობას ამოფარებული სხვადასხვა საქმიანობის კეთება. ვიღაცები მოგვწონს, ვიღაცებს ვეფლირტავებით და ა.შ. მეც ეგრე ვიქცევი. ეს დღიურიც იმიტომ მაქვს, რომ მხოლოდ მან უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, მან უნდა გაიგოს, მოინელოს, მოხარშოს და შემდეგ დავიწყების მდინარეს გაატანოს.

როგორც ამბობენ, ევოლუციის შედეგია ის, რომ მაიმუნი როგორც იქნა გახდა ადამიანი. ალბათ, გრძნობებიც ეგრეა. დაწესებულ დროს გებულობენ ყველაფერს, ოღონდ დოზირებულად, ნაჭერ–ნაჭერ. აი, ე.წ. გარდატეხის ასაკში კი ყველაფერი ერთბაშად გატყდება თავს. ვერ ცნობ საკუთარ სხეულს, გრძნობებს სახელებს ვერ არქმევ და ა.შ. ყველაფერს რა ჩამომათვლევინებს. არც კი ვიცი, რომელიმე კომპონენტი გამომტოვე თუ არა. მთავარია ახლა ცოტა გევრდიდად ვუყურებ ამ ყველაფერს, ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება ჩემი თავი, მაგრამ სირცხვილის გრძნობის ნაცვლად ინტერესი უფრო მკლავს და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. რამდენი რამის გაკეთება შემეძლო და რა ცუდად გავაბნიე ეს დრო, რა ცუდად მივახარჯე ყველა რესურსი.

აი, ახლა კი გვიანია იდაყვების მოქაჩვა თუ კბენა, რომელიც გინდათ ის იგულისხმეთ, ჩემთვის სულ ერთია.

რამდენიც არ უნდა ვიორიგინალოთ სულ ყველამ ერთად ან ცალ–ცალკე მაინც ვიღაცის მგსვს რიტუალში ვიღებთ მონაწილეობას, მის ფერხულში ვართ… ეს შეიძლება იყოს გალაკტიონის რომელიმე აღმატებული ტაეპი ან ფუცლები, სადაც ჩვენს გრძნობებს გადმოვცემთ, ან ვარიდსფერპერანგიანი ბიჭის (გოგოს) თავგადასავალი, მოკლედ, რომელიმე კრიტერიუმში, კლიშეში მაინც ვჯდებით. იმდენი რამე ითქვა, დაიწერა, დაიხატა, რომ შეუძლებელია ჩვეულებრივმა, ჩემნაირმა ადამიანმა, შეძლოს და გააღვიოს ამდენი ბარიერი.

სწორედ, ამ კითხვებით და აზრებით ვარ დათრგუნული, არ ვიცი რა იქნება შემდეგში.

ბევრმა არ იცის, უფრო მეტი კი ასეთ საკითხებზე არ ფიქრობს, ყველას დიდი ენა ხომ რამდენიმე ჭიქის შემდეგ გვიჩნდება…

ფონად მოსასმენი

2 thoughts on “She.mp3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s