2005 წელს, როდესაც Ryan Gosling და Zach Shields-ი შეხვდნენ ერთმანეთს, არც თუ კარგად აეწყო მათი ურთიერთობა. ისინი დებს ხვდებოდნენ და მუდმივად ჰქონდათ პრობლემები დროის გატარებასთან დაკავშირებით. ერთ მშვენიერ დღეს კი გადაწყვიტეს დისნეილენდში წასულიყვნენ, მოენახულებინათ მოჩვენებების ადგილები. ზომბები, სამარხები, მოჩვენებები, მონსტრები – ის თემები იყო, რომლებიც აერთიანებდა ამ ორ ადამიანს. Zach-ს ბავშვობიდან ისე ეშინოდა მოჩვენებების, რომ სპეციალური თერაპიული კურსიც კი გაიარა. Ryan-ის მშობლებმა კი სახლი შეიცვალეს, რადგან სჯეროდათ რომ ძველ სახლში მოჩვენებები იყო. ბავშობის შიშებმა და მუსიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა ამ ორ ადამიანს შეექმნა პროექტის მსგავსი გაერთიანება, რომელიც მოყვებოდა საშიშ ისტორიებს მონსტრებზე.
დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ მუსიკის წერა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ეგონათ. ინტენსიურად დაიწყეს ისეთი ჯგუფების მოსმენა, რომლებიც მათ მოსწონდათ. შთაგონებას ეძებდნენ შემდეგ ჯგუფებში: The Shangri-Las, The Shags, The Cure, Company Flow, Sam Cooke, The Misfits, James Brown, Bobby Vinton, Joy Division, The Andrews Sisters, Daniel Johnston.
რადგანაც Ryan-ს ხშირად უწევდა მოგზაურობა, სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობა, იწელებოდა პირველი ალბომის გამოშვება. ყველა სიმღერა დაწერილი ჰქონდათ, უბრალოდ თავმოყრა და სტუდიაში ჩაწერა უნდოდა. 2009 წელს როგორც იქნა ჩაწერეს პირველი ალბომი “Dead Man’s Bones”, სადაც 12 სიმღერა შევიდა.
Dead Man’s Bones – Dead Man’s Bones (2009)
ამ კაცის ბოლოს ნანახი ფილმებიდა ყველაზე მეტად Blue Valentine მომეწონა. ამ ფილმისთვის soundtrack-ები დაწერა Grizzly Bear-მა.



ვაუ , ამათზე პოსტის დაწერას ვაპირებდი ზუსტად ამ დღეებში
ძალიან მიყვარს, მეგონა მე ვუსმენდი მარტო
გოსლინგი ძალიან კარგი მსახიობია, და არანაკლებ ნიჭიერი მომღერალი
მარტო შენ არ უსმენ
ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ჯგუფია
nice to meet You